
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ონში თერთმეტი ჩიხის და ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ქალაქში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მიიღო ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სრულად არის მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რაც მიზნად ისახავს მათთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 174 200 ლარს შეადგენს.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს