
ავტორი
Front News საქართველო
ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვა გრძელდება. მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა.
პერსონალის ხელფასი, რომელიც სპექტაკლებისთვის სცენას აწყობს, ანათებს და სხვა სამუშაოებს ასრულებს, დაახლოებით 500 ლარია. თანამშრომლები ითხოვენ, მათი ანაზღაურება გაორმაგდეს.
თეატრში აცხადებენ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების (სცენის მემანქანეების, გამნათებლების, რეკვიზიტორის) მოთხოვნას წარმოადგენს არსებული ხელფასების 100%-ით ზრდა, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მათი თქმით, მზად არიან, მომავალი წლის 1 იანვრიდან ხელფასები 35-40%-ით გაზარდონ.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვა 3 ნოემბერს დაიწყო.
თაგები:
ოპერა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს