
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია.
როგორც Front News-ს ერთ-ერთმა გაფიცულმა განუცხადა, სცენის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთა ანაზღაურება 500 ლარია, ხელფასის მომატებას უკვე არაერთხელ დაჰპირდნენ, თუმცა უშედეგოდ.
“სცენის სამსახური გაიფიცა, ჩვენ ვაწყობთ სცენებს, დეკორაციას, სპექტაკლის შემდეგ ვშლით, 500 ლარი გვაქვს ხელფასი. წლებია, ხელფასის მომატებაზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრჯერ დაგვპირდნენ მომატებას, თუმცა არაფერი შეცვლილა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაფიცვა გამოვაცხადოთ, რომ იქნებ, ყურადღება მოგვაქციონ”, – აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.
თაგები:
ოპერა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს