
ავტორი
Front News საქართველო
ხმაური და დაპირისპირება იყო გორის საკრებულოში. ოპოზიციამ გორის საკრებულოს თავმჯდომარეს ბოდიში და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა, თუმცა დავით რაზმაძე საკუთარ განცხადებებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და არც ბოდიშის მოხდას და გადადგომას აპირებს.
“ქართულმა ოცნებამ” ამის საპირისპიროდ ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივი ძალა უწოდა, რის შემდეგაც ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, დავით რაზმაძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა. თავის მხრივ, გორის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მას ცუდი არაფერი უთქვამს, მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე გამოთქვა აზრი.
“მე არ მითქვამს რომ უკრაინელები ცუდია, მე არ მითქვამს რომ ეს ხელისუფლება ცუდია, მე ხაზი გავუსვი იმ შეცდომას, რაც მათ გააკეთეს”,- განმარტა დავით რაზმაძემ.
თაგები:
გორი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს