ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ავტორი
Front News საქართველო
სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აჭარაში, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ და აჭარის უმაღლეს საბჭოში მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ.
ისინი მოუწოდებენ კოლეგებს, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ რიჟვაძის განცხადებებს და ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
“ჩვენი მიზანია, “ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ადგილზე მყოფებს, შერცხვენილებს დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს დღეს აჭარის მოსახლეობის პოზიციას, მათ განცდებს, მათ სურვილებს უკრაინასთან თუ ჩვენს სამშობლოსთან მიმართებით”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
თაგები:
თორნიკე რიჟვაძე




