Logo

ოპოზიცია ვარდების რევოლუციის 18 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს რამდენიმე ადგილზე მართავს

პოლიტიკა
771
Frontnews
ოპოზიცია ვარდების რევოლუციის 18 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს რამდენიმე ადგილზე მართავს

დედაქალაქში ვარდების რევოლუციის 18 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია რამდენიმე ლოკაციაზე იმართება. ერთ-ერთი ასეთი ადგილია მშვიდობის ხიდი, სადაც მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები. 

 

ხიდიდან გადმოფენილია წარწერა – “ვარდების რევოლუცია”, მსგავსი ბანერები განთავსებულია სხვა ხიდებზეც. 

 

“8 წლის წინ ისტორიული დღე იყო ჩვენს ქვეყნაში. ამ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ წარმატება და განვითარება.  დღეს ამ გამარჯვების სიმბოლო – მიხეილ საკაშვილი რუსების მიერ არის დატყვევებული. ფაქტია, რომ ეს ხდება ყველაფერი იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციამ სერიოზული ცვლელებები მოიტანა ჩვენს ქვეყანაში, დაამარცხა კორუფცია, რომ მილიციისაგან შეიქმნა პოლიცია, ცალ-ცალი ბოტებით რომ იყვნენ ჯარისკაცები, ჯარს დაემსგავსა. უამრავი ცვლილება გატარდა ქვეყანაში. დღესაც იმ ცვლილებებიდან გამომდინარეა, თუ რამეში სული უდგას ამ ქვეყანას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

აქციაზე იმყოფება დეპუტატი ნატო ჩხეიძე. მისი თქმით, 18 წლის წინ ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც მკვეთრი ერთგულება გამოხატა დასავლური ღირებულებებისადმი და დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა.

 

დღესვე, 17:00 საათზე ოპოზიცია ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები