
ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოპოზიციის ლიდერ პეტერ მადიარს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა.
"პრემიერ-მინისტრმა ტელეფონით მოგვილოცა გამარჯვება“, - წერს მადიარი.
მოგვიანებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ აღიარა თავისი დამარცხება ამომრჩევლის წინაშე და დაადასტურა, რომ მან ოპოზიციის ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"არჩევნების შედეგები, მართალია საბოლოო არ არის, მაგრამ ნათელი და გასაგებია, მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გვერგო. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას“, - განაცხადა ორბანმა.
ხმების 45.7%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია "ტისა" ლიდერობს.
თაგები:
ვიქტორ ორბანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს