
ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე, თუმცა მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს "ფიდესს", თუ პარტიის ყრილობაზე მხარს დაუჭერენ.
"მანდატი, რომელიც, როგორც „ფიდესი – ქრისტიან-დემოკრატების“ სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის“ საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისივე თქმით, მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას ჩაატარებს, ხელმძღვანელობის ასარჩევად ყრილობა კი ივნისისთვის გადაიდო.
„თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ჩვენს გაერთიანებას. ამ პერიოდში გვქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, არჩევნებში გამარჯვებაც და მარცხიც, თუმცა, ერთი რამ უცვლელი დარჩა: ეს ბანაკი ყოველთვის იყო უნგრეთის ყველაზე შეკრული და ერთიანი პოლიტიკური საზოგადოება. ეს ერთიანობა უნგრეთს ახლა განსაკუთრებით სჭირდება. პრეზიდიუმი მთავაზობს, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა „ფიდესის“ თავმჯდომარის რანგში და ყრილობა თუ ნდობას გამომიცხადებს, ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ“, – განაცხადა ორბანმა.
თაგები:
ვიქტორ ორბანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს