Logo

ორთაჭალაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

შემთხვევა
14.01.2025 / 02:38
Frontnews image description

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.

კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები