ოსტინი – არ დავუშვებთ “ჰამასის” ან პუტინის გამარჯვებას, არ მივცემთ საშუალებას ჩვენს მტრებს დაგვყონ ან დაგვასუსტონ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, პუტინი შეცდა, როდესაც ჩათვალა, რომ უკრაინის მხარდაჭერა შემცირდებოდა.
“ახლა ისრაელშიც და უკრაინაშიც დემოკრატიები ებრძვიან დაუნდობელ მტრებს, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ.
ჩვენ არ დავუშვებთ “ჰამასის” ან პუტინის გამარჯვებას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენს მტრებს დაგვყონ ან დაგვასუსტონ.
ამიტომ, ჩვენ ვზრდით ისრაელის მხარდაჭერას და ჩვენ ვრჩებით ორიენტირებული უკრაინაზე“, – განაცხადა ოსტინმა.
მისივე თქმით, პუტინის წარუმატებელი დაპყრობის კამპანიიდან 21 თვის შემდეგ რუსული ჯარები მნიშვნელოვნად დასუსტდა.
“ახლა პუტინს სჯერა, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება, რომ ჩვენი ნებისყოფა გაქრება და ჩვენი დემოკრატია უბრალოდ განადგურდება, მაგრამ პუტინი ისევ ცდება. ახლა, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, “გადამწყვეტ ათწლეულში” ვცხოვრობთ და შემდეგი რამდენიმე წელიწადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი კონკურენციის პირობებს განსაზღვრავს, ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მემკვიდრეობით მიიღებენ წესებისა და უფლებების ღია მსოფლიოს თუ შთაგონებულ ავტოკრატებთან შეჯახება მოუწევთ, რომლებიც ძალისა და შიშის გამოყენებით ცდილობენ დომინირებას”, – განაცხადა ოსტინმა.
თაგები:
ლოიდ ოსტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს