Logo

ოსტინი – აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო მხარდაჭერის მორიგ პაკეტს გამოყოფს

უკრაინა
734
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. მისი ღირებულება 400 მილიონი დოლარია.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

“ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდას. დღეს მინდა გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის დახმარების საპრეზიდენტო პაკეტის გამოყოფის შესახებ“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ახალი პაკეტი უკრაინისთვის საბრძოლო მასალას, სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას მოიცავს.

ოსტინი კიევში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. მისი გეგმები მოიცავდა უკრაინის შემდგომი დახმარების განხილვას.

Advertisement