
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოსახლეობაზე და მაქსიმალურად ავიცილოთ მათთვის დიდი ზიანის მიყენება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ამ ეტაპზე აგრძელებს რუსეთთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობას.
“ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, სოლიდარულები ვართ, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოსახლეობაზე და მაქსიმალურად ავიცილოთ მათთვის დიდი ზიანის მიყენება. დღევანდელ რეალობაში ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, გარკვეული პროდუქცია შემოდის და გადის კიდეც. კვლევებმაც დაადასტურა, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც პრემიერმა ამ ვითარებაში მიიღო, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ არის მხარდაჭერილი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
თაგები:
ოთარ შამუგია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს