
ავტორი
Front News საქართველო
მთელი გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ზღვარგადასულ კრიტიკას, ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
„რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს და არა ომის დროს – საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა, რაც მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა შამუგიამ.
თაგები:
ოთარ შამუგია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს