
ავტორი
Front News საქართველო
მეც დავადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ურჩევნია წოლა, – ამის შესახებ ალტერნატიული ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა-ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლებელია დამატებით ექსპერტების მოწვევა გახდეს საჭირო.
“შესაძლებელია დაგვჭირდეს დამატებითი ექსპერტების მოწვევა. რასაც ყვებოდნენ მისი მომნახულებლები და იყო ამაზე ყოველდღიური ინფორმაცია, მეც დავადასტურებ, რომ ის არის სუსტად და ურჩევნია წოლა.
ექსპერტიზის დანიშნულებაა, გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა მისი ამ პირობებში მკურნალობა, შესაბამისად, როგორც კი გვექნება ამის დამადასტურებელი საბუთი, შეიძლება, თუ არა, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ დასკვნას“,- განაცხადა თოიძემ.
დამოუკიდებელი ექიმები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად გუშინ შევიდნენ. დასკვნის მომზადებას სავარაუდოდ, 3 კვირამდე დრო დასჭირდება.
თაგები:
ოთარ თოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს