
ავტორი
Front News საქართველო
ნევროლოგ ოთარ თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნის დროს განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური პრობლემები, დაუზუსტებელი დემენცია, მენტალური პრობლემები, კახექსია ანუ წონაში კლება, რაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველია.
“მსჯავრდებული სააკაშვილი მძიმედ არის დაავადებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, მან დღემდე განვლილი 14 თვის განმავლობაში ვერ მიიღო სრულყოფილი, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომლის ორგანიზება პატიმრობის პირობებში შეუძლებელია. ეს გარემოება შეუძლებელს ხდის მის გამოჯანმრთელებას, შეუთავსებელი პატიმრობასთან და ამავდროულად ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და სრულყოფილი კლინიკური გამოკვლევისათვის და თერაპიისათვის, განთავისუფლებული უნდა იყოს სასჯელის შემდგომო მოხდისგან.
რაც შეეხება თალიუმის, ტყვიის და ვერცხლისწყლის დონეს სააკაშვილის ორგანიზმში, ინტოქსიკაციის დონის განსაზღვრისთვის საჭიროა სისხლში, შარდში, თმაზე ან ქსოვილზე რამდენიმე კვლევის ჩატარება. ეს დონეები სისხლში არარელევანტურია. მძიმე მეტალებს აქვთ თვისება, ილექებიან ქსოვილებში. გამოძევება წლების განმავლობაში, თანდათანობით ხდება“, – განაცხადა თოიძემ.
თაგები:
ოთარ თოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს