Logo

ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა
1547
Frontnews image description

ოზურგეთის მერიას ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” საოფისე ფართი არ გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოზურგეთში, ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარე ფართი (რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” სურდა) ეკუთვნის მერიას – არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია.

 

სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტი, ჭავჭავაძის 12-ში მდებარე სხვა ფართს ეხება. ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს და ფოტოს. ოზურგეთის მერიას აღნიშნული საკუთრება ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” არც გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა“ – ნათქვამია განცხადებაში.

თაგები:

ოზურგეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები