ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბოხვაურის, დვაბზუს, თხინვალის, ნაგომრის, დაბა ლაითურის, დაბა ნასაკირალის, დაბა ნარუჯის, დაბა ურეკის, ლიხაურის, ბახვის, მაკვანეთის, ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქ ოზურგეთსა და სოფლებში თოვლისგან ხელახლა იწმინდება ცენტრალური გზები, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა, მოქალაქეებს დახმარებას უწევენ სამაშველო ჯგუფები.
გურიაში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე რომელმაც რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან განიხილა.
თაგები:
ოზურგეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს