Logo

პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების ისეთი მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ისინი ახლა ავლენენ

პოლიტიკა
135
Frontnews image description

ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ და ხმამაღლა გამოაცხადა თავისი ნება და მის აღსრულებას ელოდება თქვენგან, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ ესმის ოპოზიციური პარტიების ისეთი მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ისინი ახლა ავლენენ.

"მე მოვიწვიე სახალხო კრება და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არცერთი პოლიტიკური პარტია. თუმცა, მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეროვნულ კრებაზე ასობით ათასმა ადამიანმა ერთხმად მისცა ხმა დეკლარაციას, რომლის შინაარსსაც კარგად იცნობთ.

ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით ბატონო მოსამართლევ, რომ ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა აუცილებელი ცვლილებების სურვილი გამოხატეს.

მე არ მესმის ოპოზიციური პარტიების ისეთი მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ისინი ახლა ავლენენ. 
იმის ნაცვლად, რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს, ისინი დუმან და "ქართულ ოცნებას" საშუალებას აძლევენ, რომ მთელი ყურადღება ეროვნული კრებიდან გადატანილი იქნას მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციურო პარტია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა და უსუურობა ეროვნულ კრებას დააბრალა.

ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ და ხმამაღლა გამოაცხადა თავისი ნება და მის აღსრულებას ელოდება თქვენგან. იმის დასტური, რომ 4 ოქტომბერი იყო წარმატებული, არის ის, რომ მას შემდეგ დაშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ტროტუარზე დგომაც კი აგრძალა. ბატონო მოსამართლე, მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მდგომი ადამიანებით და ველოდები სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და პირადად მე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორები ვართ ორნი - მე და "ქართული ოცნება". და რომ არა "ქართული ოცნება", მე ნამდვილად ვერ შევძლებდი და არც იქნებოდა საჭირო 4 ოქტომბრის კრების ჩატარებას", - განაცხადა  პაატა ბურჭულაძემ.

პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები