Logo

პაატა ბურჭულაძე - ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად, დამიყადაღა ბიძინა ივანიშვილმა

საზოგადოება
279
Frontnews image description

ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად, დამიყადაღა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის პრემია, რომელსაც მე უკვე 1991-1992 წლიდან ვიღებდი, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია და ბიძინა ივანიშვილს გამოუვიდა მისი დასჯა.

"ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად, დამიყადაღა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის პრემია, რომელსაც მე უკვე 1991-1992 წლიდან ვიღებდი და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე უნდა მას გადავუხადო ეს პრემია და მან უნდა მიითვისოს ეს.

გული არაფერზე დამწყვეტია, ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ რუსთაველის პრემია მაინც მართლა გულში მომხვდა, რუსთაველი მაინც რუსთაველია და ფაქტი სახეზეა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუნდა, ჩემთვის ცუდი გაეკეთებინა და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მას კარგად გამოუვიდა.

დააყადაღა და თქვა - არ ხარ ამის ღირსიო, ასე გამოდის. მე ვარ მრავალი ქალაქის საპატიო მოქალაქე და მაქვს სხვადასხვა პრემიები მიღებული. რუსთაველს მიადგა და ეს ძალიან მტკივნეულია. რა უნდა ვქნათ, მაგრამ რუსთაველის გამზირი მაინც გააგრძელებს  მუშაობას, ეტყობა ეს ამასთანაცაა დაკავშირებული. 

მე უკვე 9 ჯარიმა მაქვს მიღებული, მათ შორის ერთი ჩემს იუბილეზე ოპერასთან. იმ დღის ჯარიმაც კი მაქვს მიღებული.

მომდევნო კვირაში შემაქვს განცხადება "რუსთაველის გამზირის" მოთხოვნით, რომ ქალაქის მერიამ გვიშუამდგომლოს იმისთვის, რომ პაიჭაძის სტადიონი მოგვცეს 4 ოქტომბერს იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირად ვერ დავეტევით. ეს ყველაზე დიდი სივრცეა, რომ ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა. ჩვენ იმედი არ უნდა დავკარგოთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement