Logo

პაატა ბურჭულაძე - ჩვენ ვართ მობილიზებული, ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა ავიღოთ ხელისუფლება ხელში

პოლიტიკა
187
Frontnews image description

ბატონო გეკა, აიღეთ მაგალითი იმისა, თუ რას დაამსგავსა თქვენი წინა მინისტრი გომელაური ბიძინა ივანიშვილმა. მე მგონი, ის დროა, რომ ბატონი გეკა მოვიდეს აზრზე, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს დრო, ჩამოშორდეს "ქართულ ოცნებას".

"ჩვენ იცით, რაში ვუგებთ ე.წ. "ოცნებას"? - ისინი ჩვენ გვებრძვიან და ჩვენ კი მათ სიამოვნებით ვიგერიებთ. 500 კაცი რომ დაასახიჩრეს, ამის შემდეგ კიდევ უფრო ვაჟკაცურად გამოდიან და ისევ იქ დგებიან. ამ 300-მა დღემ შექმნა ეს 4 ოქტომბერი, რომელიც არის გადამწყვეტი. 300 დღეა, ეს ტალღა ნელ-ნელა მატულობს და მეცხრე, თუ გინდათ მეთორმეტე ტალღა დაარქვით, იქნება 4 ოქტომბერს, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ ვართ მობილიზებული, ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა ავიღოთ ხელისუფლება ხელში იმიტომ, რომ ჩვენ დღეს მთავრობა არ გვყავს, ჩვენ ეს ხალხი არ აგვირჩევია, ესენი არიან თვითმარქვიები.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, მგონი, რომ ახალი მინისტრი ძალიან ეფექტურად იმუშავებსო - მე ერთი რამ მაქვს სათქმელი ამ ახალ მინისტრთან - ბატონო გეკა, აიღეთ მაგალითი იმისა, თუ რას დაამსგავსა თქვენი წინა მინისტრი გომელაური ბიძინა ივანიშვილმა - "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა, ევროპაში აღარ შეესვლება, ყველაფერი დაუყადაღეს და ქართველმა ხალხმა სანქციები დაუწესა. მეტი რა შეიძლებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გაეკეთებინა?! ქუჩაში და ხალხში მას არ გაესვლება. თუ ბატონ გეკას უნდა, რომ მსგავსი რამ მოხდეს მასზეც, კი ბატონო, გააგრძელოს, მაგრამ მე არ ვურჩევდი, მით უმეტეს ასეთ ვითარებაში. მე მგონი, ის დროა, რომ ბატონი გეკა მოვიდეს აზრზე. პაპუაშვილს და კობახიძეს უკვე აღარაფერი უშველით  და თქვენ ახალი მოსული ხართ, უშველეთ საკუთარ თავს და მოშორდით მათ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Advertisement