Logo

პაატა ბურჭულაძე - მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად

პოლიტიკა
96
Frontnews
პაატა ბურჭულაძე - მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს! 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე - მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად, - ამის შესახებ  4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისი თქმით, ის ოპოზიციურ პარტიებს სთხოვს, გაუწიონ შუამდგომლობა, რომ სასამართლოზე 4 ოქტომბრის საქმე წამოიჭრას წინ.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს!

პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არამხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მზად ვარ, გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად.

დიდი მადლობა!

P.S. ოპოზიციურ პარტიებს გთხოვთ, გამიწიოთ შუამდგომლობა, რომ თუ 4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება სასამართლოს მივცე ჩვენება”, - წერს პაატა ბურჭულაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები