პაატა ბურჭულაძე - უნდა შეიგნონ, ღირსება და სამშობლო არ იყიდება

ავტორი
Front News საქართველო
"ოცნება" ვერ ხვდება, რომ ის ჩვენგან მოითხოვს იმას, რასაც თვითონ უპრობლემოდ გააკეთებდა - ზუსტად ესაა განსხვავება საქართველოს მოქალაქეებსა და მათ შორის, - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წერს.
"აკადემიკოს გოგი ჩახუნაშვილს ჰქონდა არჩევანი 4 ოქტომბერს ან გაეწია ჩემთვის სამედიცინო დახმარება და გადავერჩინე მხუთავი გაზით გაგუდვისგან ან არ დამხმარებოდა და თუ მე რამე მომივიდოდა მიეღო ოცნებისგან ღირსების ორდენი; მან აირჩია პირველი და ამიტომ დღეს ღირსების ორდენის ნაცვლად აღმოჩნდა ციხეში, მასთან ერთად ბორკილები დაადეს კიდევ 6 საქართველოს პატრიოტს.
"ოცნება" ვერ ხვდება, რომ ის ჩვენგან მოითხოვს იმას, რასაც თვითონ უპრობლემოდ გააკეთებდა - ზუსტად ესაა განსხვავება საქართველოს მოქალაქეებსა და მათ შორის. მათ უნდა შეიგნონ, ღირსება და სამშობლო არ იყიდება!
ჩემო მეგობრებო, გახსოვდეთ არ არსებობს ღამე, რომელიც არ გათენდეს", - წერს ბურჭულაძე.
თაგები:
პაატა ბურჭულაძე




