Logo

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეეფარდათ

სამართალი
244
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს და 4 ოქტომბრის დეტალებზე ისაუბრეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ედებათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; 225-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; და 317-ე მუხლი — მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული მუხლები თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალად ედება იგივე 19-222-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო პაატა მანჯგალაძეს - მხოლოდ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება). ორივე შემთხვევაში სასჯელი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement