პაატა დავითაია - ეს ბაზა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს


ავტორი
Front News საქართველო
ეს ბაზა გამოყენებული იქნება სამხედრო ოპერაციებისათვის უკრაინის წინააღმდეგ, ეს ბაზა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, - ამის შესახებ "საქართველოს ევროპულო დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა პარტნიორებთან ბრძოლის ნაცვლად, თანამშრომლობაა საჭირო.
"რუსეთის ფედერაციას, რომელიც საბრძოლო მოქმედებებშია უკრაინასთან, მას სჭირდება არამარტო ბაზა, არამედ ამ ბაზის შენახვის ტექნიკური საშუალებები. რა მოდიფიკაცია ექნება სახელწოდების თვალსაზრისით ამ ბაზას, მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია, რომ ეს ბაზა გამოყენებული იქნება სამხედრო ოპერაციებისათვის უკრაინის წინააღმდეგ. ეს ბაზა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ძალიან სახიფათო თემაა ეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს კი არ უნდა ვეომოთ, არამედ მათი დახმარებით, მათთან ურთიერთობით შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას", - განაცხადა პაატა დავითაიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება.
თაგები:
პაატა დავითაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს