პაატა დავითაია - რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ანექსიის ნიშნები, ეს კანონი ახალი მიღებული არ არის, თავის დროზე მიიღეს სპეციალურად

ავტორი
Front News საქართველო
ეს კანონი თავის დროზე მიიღეს სპეციალურად, სადაც ეწერა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, გამარტივებული წესით მიიღებდნენ რუსეთის მოქალაქეობას, - ამის შესახებ "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კანონი ახალი მიღებული არ არის.
"რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ანექსიის ნიშნები. ეს კანონი ახალი მიღებული არ არის, თავის დროზე მიიღეს სპეციალურად, სადაც ეწერა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, გამარტივებული წესით მიიღებდნენ რუსეთის მოქალაქეობას და ასეთი მხოლოდ ცხინვალი და სოხუმი. მოსახლეობის 99% რუსეთის მოქალაქეა, სადაც აფხაზეთის პასპორტებია, იქ აქვთ რუსული პასპორტიც.
ახლა არჩევნებმა უჩვენათ, რომ ახალგაზრდობა გახდა უკონტროლო მათთვის, მე ვსაუბრობ კონკრეტულ ჯგუფებზე, ვინც "წამალზე შესვეს" და ესენი არც გადადიან რუსეთის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ დაჭერის შიში აქვთ და ამ დაჯგუფებებმა დაიწყეს გავლენები არჩევნებში და ცალსახად ჩანდა, რომ ისინი არძინბას უჭერდნენ მხარს. მათ ახლა ხომ კონტროლი სჭირდებათ და ის ახალგაზრდები რომ არ გავიდნენ, იქვე აიძულებენ მოქალაქეობა მიიღონ და სამართლებრივი ზეწოლა დაიწყება მათზე იმიტომ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულებაა სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით. რატომ 2028 წლამდე - იმიტომ, რომ შემდეგი პრეზიდენტი იქნება ისეთი, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს. მათ აინტერესებთ ადამიანი, რომელიც მოაწერს ხელს მიერთებაზე. ცხინვალში ეს პრობლემა მოგვარებულია, აფხაზები უქმნიან მათ პრობლემას და ახლა მათ ამის გადატეხა სჭირდებათ", - განაცხადა პაატა დავითაიამ.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს რუსული პასპორტის მიღება 2028 წლის 1 აგვისტომდე შეეძლებათ. აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება 17 ივლისს გამოქვეყნდა.
თაგები:
პაატა დავითაია




