
ავტორი
Front News საქართველო
ბიბილოვიც, გაგლოევიც უნდა იყვნენ ინტერპოლის მიერ ძებნილები, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ოკუპირებული ცხინვალის მიერ რუსეთთან მიერთებაზე „რეფერენდუმის“ დანიშნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან დუმილისა და იგნორირების პოლიტიკა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
“რუსეთის ფედერაციის მხრიდან მზადდება საქართველოს ტერიტორიების ანექსია, ეს ხდება იმის ფონზე, რომ უკრაინაში კრახს განიცხდიან, მათ ჭირდებათ შიდა ბაზარზე რაღაც გამარჯვების გაყიდვა და ეს არის ცხინვალის რეგიონის მიერთება.
5-ათასკაციანი „პრეზიდენტი“ აწერს ანექსიას ხელს რუსეთის პრეზიდენტთან, აქედან გამომდინარე, ბიბილოვიც, გაგლოევიც უნდა იყვნენ ინტერპოლის მიერ ძებნილები, უნდა გაიცეს სანქცია მათ დაკავებაზე, რომ პუტინი იჯდეს ხელმოსაწერად სანქცირებულ პირთან, რაც საერთოდ დაანგრევს მის იმიჯს“, – აცხადებს პაატა დავითაია.
თაგები:
ალან გაგლოევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს