Logo

პაატა იმნაძე – თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად “დელტა“ შტამი ტრიალებს, დანარჩენ საქართველოში 80%-მდე

საზოგადოება
646
Frontnews image description

​თბილისსა და ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების 100% „დელტა“ შტამს წარმოადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში „დელტა+“-ის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული.

 

“მოგეხსენებათ, რომ თბილისსა და ბათუმში მთლიანად „დელტა“ შტამი ტრიალებს უკვე, დანარჩენ საქართველოში 80%-მდე“, – განაცხადა იმნაძე.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები