
ავტორი
Front News საქართველო
გამარტივებული შესყიდვები - 51% იყო 12 წელში, ახლა არის 10%-ზე ცოტა მეტი. ეს არის მაღალ კონტროლზე აყვანილი. გენერალურმა აუდიტორმა ახსნა, თქვენ ყველაფერს უძახით შეჭმულ თანხას. რაღაც რომ არ გაკეთდა, მაგალითად, გზა, ეს შეჭმული თანხა კი არ არის, უბრალოდ თანხა არ გადაიხადა და ეს არის შეუსრულებლობა. ვერ შეასრულა სამუშაო, მოვა სხვა და გააკეთებს, ცუდია, დროში გაიწელა, მაგრამ ფული არ დაკარგულა, ეს სულ სხვა რაღაცას ამბობთ, - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალური აუდიტორის მოსმენა მიმდინარეობდა.
პაატა კვიჟინაძე აღნიშნავს, რომ წარსულისგან განსხვავებით მაშინ, როდესაც ძალოვან უწყებებში აუდიტი ფიზიკურად ვერ შედიოდა, დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, რომელსაც აუდიტის სამსახური არ ამოწმებს. აქვე აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახური ამოწმებს მხოლოდ ფინანსურ მხარეს და მისი მანდატი არ არის შინაარსობრივ თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩარევა.
კვიჟინაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ებრძვის კორუფციას და ამის დასტურად მოჰყავს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის დონე. ამასთან, ის არ ეთანხმება ოპოზიციის კრიტიკას, თითქოს დამნაშავეები არ ისჯებიან.
„რაც შეეხება შემოწმებას - რომ ვნახეთ ანგარიშები, ფიზიკურად ვერ შედიოდნენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში, მაშინ რა ერქვა უშიშროებას, ვერ შედიოდნენ ორგანიზაციებში. დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. ჩვენც ვუწყობდით ხელს, რომ ყველა შემოწმებულიყო. იყო სუსის ანგარიში, შსს ახლახან იყო სულ ორი კვირის წინ. თავდაცვის სამინისტროზე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. პროკურატურა მოწმდება, ახლა მალე გამოვა დასკვნა და არ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც ვერ ამოწმებდეს, ეს დახურულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგია, რომ ამოწმებს და წყაროს გაძლევთ ოპოზიციას, რომ თქვათ, რაც არის და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც ისე არ კეთდება, რომ გამოვასწოროთ. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეგ არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. აბა, თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რაზე ვიხდით საერთოდ? შვედეთში 400 წლის ისტორია აქვს აუდიტს და თუ ყველაფერი გამოსწორებულია, რატომ აქვთ ეს აუდიტის სამსახური? მთელი იდეა ეგ არის, რომ ნახოს რა არის და იყოს იმის აღსრულება.
აქ ითქვა, სასამართლოში თუ ნახეთო - აუდიტი ამოწმებს ყველას, როგორც საბიუჯეტო თანხებს, ისე საჯარო თანხებს, მაგალითად ეროვნულ ბანკს, მაგრამ ის არ ეხება გადაწყვეტილებებს. პარლამენტიც შეამოწმა შარშან, მაგრამ იმას ის კი არ უთქვამს, რომ კანონები სწორი მიიღეთ თუ არ მიიღეთ. ამოწმებს ბუღალტერიას - ანუ არაფინანსური აქტივები, ადმინისტრაციული ხარჯები, მივლინებები და ასე შემდეგ. სადმე გინახავთ, რომ რაიმე გადაწყვეტილება ან ეროვნული ბანკის ან ვინმესი გაესაჯაროებინოს? არ აქვს ეს მანდატი, ის [აუდიტი] ნახულობს რა ხდება ბუღალტერიაში, ცოტა უხეშად რომ ვთქვათ. რაც შეეხება კორუფციას, ნახეთ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის დონე, რა დონეზეა საქართველო და შევთანხმდეთ, ვნახოთ სად და როგორ ვართ. დასჯილი არ გვინახავსო - ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია, მეტი რა უნდა დასაჯო, ახლა ვინც ხალხი არის პასუხისმგებლობაში მიცემული“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
თაგები:
პაატა კვიჟინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს