პაატა მანჯგალაძე - 6 თვეა რატომ ვარ აქ, რა ჩავიდინე, რამდენი წელი უნდა შემიფარდონ იმისთვის, რაც არ გამიკეთებია

ავტორი
Front News საქართველო
6 თვეა რატომ ვარ აქ, რა ჩავიდინე, რის გამოც აქ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა შემიფარდონ იმისთვის, რაც არ გამიკეთებია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე სასამართლო პროცესებზე მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ ნახა.
"დღემდე, სასამართლო პროცესზე დავდივარ და მტკიცებულება ვერ ვნახე. მე თუ აქციის შემდეგ ვიტყოდი, რომ არ ვიყავი აქციის ორგანიზატორი, უნამუსობა იქნებოდა, მაგრამ აქციამდე ყველა გადაცემაში ვამბობდი, რომ არ ვიყავი ორგანიზატორი. იმ დღესაც, 4 ოქტომბერს, სამი ეთერი მქონდა და კითხვაზე თუ სად იდგა სცენა და როდის დაიწყებოდა აქცია, ამ კითხვებს პასუხს ვერ ვცემდი, არათუ იმას, რასაც პროკურატურა გვედავება.
6 თვეა რატომ ვარ აქ, რა ჩავიდინე, რის გამოც აქ უნდა ვიყო და რამდენი წელი უნდა შემიფარდონ იმისთვის, რაც არ გამიკეთებია", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე




