პაატა მანჯგალაძე - ამ ფარსში სამი სუბიექტი შევა, ოთხი, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ არ ეყოლებათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
როცა ჯერ კიდევ რეჟიმს უჭირავს ტაბლო, რომელზეც შეუძლია, ნებისმიერი შედეგი დაწეროს, ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებს რვა პარტია არ აღიარებს.
"რვა პარტია არ ვაღიარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, ეს მოცემულობაა, ესაა ფარსი და ამ ფარსში სამი სუბიექტი შევა, ოთხი, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ არ ეყოლებათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როცა არჩევნები არ არის, მის შინაარსში შესვლა მე არ მგონია, რომ სწორი იყოს.
ბევრ ადამიანს ვიცნობ პირადად, ზოგი ჩემი მეგობარია, მაგრამ შეცდომაში არიან შესულები იმიტომ, რომ როცა ჯერ კიდევ რეჟიმს უჭირავს ტაბლო, რომელზეც შეუძლია, ნებისმიერი შედეგი დაწეროს, ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს