Logo

პაატა მანჯგალაძე - იმიტომ შეიწყალა მაინცდამაინც ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება მოხდეს, ამას არ უნდა ავყვეთ

პოლიტიკა
509
Frontnews image description

იმიტომ შეიწყალა მაინცდამაინც ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება მოხდეს, ამას არ უნდა ავყვეთ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყაველაშვილი არავინ არ არის, - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს "ლელოს" ლიდერები აქციაზე იქნებიან.

"რაც მათზე არ არის დამოკიდებული, იმაზე ამ ხალხს - ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პასუხს ნუ მოვთხოვთ. რაც შეეხება ყაველაშვილს, ის არანაირი პრეზიდენტი არ არის, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. გუშინ წინ ვუსმენდი, თურმე ტრამპი ყოფილა "დიფ სთეითის" გავლენის ქვეშ და ყაველაშვილი ყოფილა სუვერენული და თავისუფალი პრეზიდენტი, ასეთი ანეკდოტები ხდება ქვეყანაში.

რაც შეეხება შეწყალებას, ადამიანის თავისუფლება, რა თქმა უნდა, მიხარია. მეორე საკითხია, რას უპასუხებდნენ ისინი - მე რომ ვიყო, უარს ვიტყოდი არჩევნებში მონაწილეობაზე და ამით გადავუხდიდი სამაგიეროს. ამიტომ, 4 ოქტომბერს ყველა უნდა გავიდეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ ყველას, ვის ეკუთვნის საქართველო.

იმიტომ შეიწყალა მაინცდამაინც ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება მოხდეს, ამის გამო ვიღაცამ კიდევ გალანძღოს ვიღაც და მოაწყოს სანახაობა. ამას არ უნდა ავყვეთ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყაველაშვილი არავინ არ არის და მე დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს "ლელოს" ლიდერები აქციაზე იქნებიან, სადაც განკითხვის დღეს მოვუწყობთ ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა.

Advertisement