
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა პატიაშვილს და დელეგაციის წევრებს გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დიალოგის ფარგლებში განიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთთან და დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივი კავშირები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.
თაგები:
პაატა პატიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს