
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც სარაევოში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა SEDM-ის მნიშვნელობაზე, ორგანიზაციის პროექტებსა და ინიციატივებში საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებაში ცალკე საკითხად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. პაატა პატიაშვილი თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ხორვატიისა და ალბანეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეებს შეხვდა. კოლეგებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო პერსპექტივებზე.
თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება ყოველწლიურად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს, ტირანაში (ალბანეთი) და აერთიანებს 16 ქვეყანას: საქართველო, აშშ, იტალია, თურქეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვენია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.
თაგები:
პაატა პატიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს