პაატა სალია - გამოძიება დაადგენს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი

ავტორი
Frontnews საქართველო
გამოძიება დაადგენს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში ადგილი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
მისი თქმით, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომპლექსური გამოძიებაა და არაერთი საპროცესო მოქმედება ტარდება. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იყო გარკვეული ვითარება შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. არის პრეტენზიები, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ბევრი ადამიანის მიერ ძალის გამოყენება, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.
გამოძიება დაადგენს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა პაატა სალიამ.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ინფორმაციით, ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. მან პროტესტის ნიშნად, 4 ოქტომბერს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი, კლინიკაში გადაყვანაზე კი უარი განაცხადა.
თაგები:
პაატა სალია




