Logo

პაატა სალია - ვამაყობთ, რომ საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა ის ტრადიციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მრავალსაუკუნოვან ქარცეცხლში გამოატარა

პოლიტიკა
41
Frontnews image description

მჯერა, რომ ტრადიციული ღირებულებების მიმართ პატივისცემა თაობებს გადაეცემა და ჩვენ მომავალშიც შევძლებთ და შევინარჩუნებთ ჩვენს თვითმყოფადობას და ტრადიციებს, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ოჯახი და თაობათა შორის პატივისცემაა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.

„ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლების წინ დააარსა და დღეს უკვე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანი არის გამოსული ქუჩებში – ეს სწორედ  მისი ღვაწლის შედეგია, რისთვისაც მას გულწრფელ მადლობას ვუხდი.

ძლიერი ოჯახი, მშობლების პატივისცემა, თაობებს შორის პატივისცემა ჯანსაღი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ჯანსაღ და ტრადიციულ ღირებულებებზე აღზრდილმა თაობებმა მოგვიტანეს ჩვენ დღეს სახელმწიფო, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია. ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს!”, – განაცხადა პაატა სალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები