
ავტორი
Front News საქართველო
რომც არ ვიყოთ ასპირანტი სახელმწიფო და რომც არ გვეწეროს კონსტიტუციაში, რომ ნატოსკენ მივდივართ, მაშინ, როცა რეგიონის უსაფრთხოებას კეტავ და პორტები შენს ხელშია, ამ დროს შენ არ იმყოფები სხდომაზე, სადაც ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრობენ. ასეთი სამარცხვინო ეპიზოდი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ საქართველოა ტოქსიკური და არასანდო პარტნიორი მისთვის.
"ქართულმა ოცნებამ" ეფექტურად, მაგრამ ძალიან ფარისევლურად ააგო თავის დროზე ააგო კონცეფცია - "აბა, ომი გინდათ?", როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს იმიტომ, რომ საქართველო საქართველო არის უაღრესად დაცული და არ არის მარტო რუსეთის პირისპირ. ჩვენ გვყავს საკმაოდ სანდო მეგობარი და ვისაც ამის არ სჯეროდა, ახლა მაინც დაიჯერონ და დაინახონ, რომ თურქეთი არის წამყვანი ფაქტორი ნატოში და ეს ყველამ აღიარა, ტრამპმა ცალკეც აღიარა და ეს განსაკუთრებული მოვლენაა.
სულ რამდენიმე სახელმწიფო დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულა ნატოში, ესენია - უკრაინა, საქართველო, ბოსნია ჰერცეგოვინა, რომლებსაც აქვთ განაცხადი და მუშაობენ ამ მიმართულებით, ანუ, საქართველოზე ჯერ კიდევ სტატუსი ძალაშია.
ჩემი ფორმულაა - ნატო ნატოს გარეშე, ჩვენ ვხედავთ ნატოში სერიოზულ ცვლილებებს, მოდერნიზაციას, რეფორმებს და ამ ფონზე იზრდება თურქეთის როლი და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვა და კავკასიონი, აქ კი საქართველო ვართ ერთადერთი კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც თურქეთის გვერდით შეიძლება ვიყოთ, თანაც თურქეთი არის შავ ზღვაზე და კავკასიაში, საქართველო კი არის შავ ზღვაზეც და კავკასიაშიც. თურქეთს სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოსთან კარგი ურთიერთობები, მაგრამ საქართველო არის ძალიან ტოქსიკური და იმიტომაც აღმოჩნდა დღეს ასეთ სამარცხვინო ვითარებაში. როცა რეგიონზეა საუბარი და რეგიონში ტარდება ნატოს სამიტი, სადაც მანქანითაც კი ჩახვალ, თბილისი არ არის წარმოდგენილი. რომც არ ვიყოთ ასპირანტი სახელმწიფო და რომც არ გვეწეროს კონსტიტუციაში, რომ ნატოსკენ მივდივართ, მაშინ, როცა რეგიონის უსაფრთხოებას კეტავ და პორტები შენს ხელშია, ამ დროს შენ არ იმყოფები სხდომაზე, სადაც ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრობენ. ასეთი სამარცხვინო ეპიზოდი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს