
ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, რომ არსებობს რაღაც ფარული ინტერესები ირანის მიმართ, შეიძლება რუსული ფაქტორიც არსებობდეს, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებას” არჩეული აქვს ჩრდილოვანი ხაზი და დასავლეთს ანგარიშს არ უწევს.
“მე მგონია, რომ არსებობს რაღაც ფარული ინტერესები ირანის მიმართ, შეიძლება რუსული ფაქტორიც არსებობდეს, მაგალითად, ირანს სჭირდება ლეგიტიმაცია - საერთაშორისო ყურადღება. აშკარად ჩანს, რომ საქართველო რუსულ თხოვნებს რაღაცაში უწევს ანგარიშს, რაღაცაში არა. იქ, სადაც ანგარიში შეიძლება გაუწიოს რუსულ თხოვნას, რომ ჩადით ირანში, კარგი იქნება, შევუქმნათ ირანს გარკვეული მხარდაჭერის განცდა - ამ კონტექსტში ყაველაშვილის ჩასვლა ჩათვალეს უფრო ნაკლებად დამაზიანებლად.
რაც შეეხება “ოცნების” დამოკიდებულებას დასავლეთთან, მათი სიგნალი ასეთია - ჩვენ ჩვენს პოლიტიკას გავაგრძელებთ და ან მიგვიღეთ ასეთი, როგორიც ვართ, ან ისე იქნება, როგორც ვამბობთო, მაგრამ რისი იმედი აქვთ, არ ვიცი იმიტომ, რომ ძალიან კარგი შანსი იყო ახლა, ამ წუთში, რომ ყაველაშვილი არ წასულიყო ირანში, წასულიყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ან მხოლოდ საელჩოში მისულიყვნენ, ასეთი ფორმებიც არსებობს, მაგრამ მათ აირჩიეს სხვა გზა. "ქართულ ოცნებას" აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია, რომ ჩვენ ვმართავთ ვითარებას და მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს