პაატა ზაქარეიშვილი - მე მგონია, რომ ესენი ამ ოპოზიციის ხელში კიდევ დიდხანს იქნებიან ჩამოშლის ზღვარზე

ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, რომ ესენი ამ ოპოზიციის ხელში კიდევ დიდხანს იქნებიან ჩამოშლის ზღვარზე, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს "ქართული ოცნებისადმი" უნდობლად განწყობილი ამომრჩეველი და უნდა იმოქმედოს.
"მე მგონია, რომ ესენი ამ ოპოზიციის ხელში კიდევ დიდხანს იქნებიან ჩამოშლის ზღვარზე. რა განსხვავებაა რეჟიმსა და სისტემას შორის? - ჩვენთან არ არის პოლიტიკური სისტემა, შესაბამისად, არის პოლიტიკური რეჟიმი იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება კონსტიტუციის გვერდის ავლით, უსისტემოდ და მმართველის სურვილზე, ან როგორც იძულებული არიან, რომ მოიქცნენ. ჩვენთან არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სისტემა, არ არსებობს არანაირი პოლიტიკური კულტურა და ეს უკვე ყველას ეხება, მათ შორის ოპოზიციას, შესაბამისად, არის რეჟიმი, რომელსაც მართავს ერთი ადამიანი, ან გარკვეული ჯგუფი, მაგრამ ჩვენთან ერთი ადამიანი მართავს. აქ რეჟიმი ნიშნავს უსისტემობას, როცა ქვეყანა არ იმართება კანონითა და წესით.
აქ აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნებზე, როცა ყველაზე მეტი მომხრე ოპოზიციის მივიდა არჩევნებზე, ცხრაასმა ათასმა კაცმა ოპოზიციას მისცა ხმა, მილიონ სამასი ათასი კი სახლში დარჩა, ესენი ერთმანეთს რომ დავუმატოთ, ორ მილიონზე მეტი გამოდის, ანუ, ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა "ქართულ ოცნებას" არ მისცა ხმა, ისინი შეიძლება არც ოპოზიციას აძლევენ ხმას, მაგრამ, ფაქტია, რომ "ოცნებას" არ მისცა. ორი მილიონი ადამიანი არ არის შენი იმ სიიდან, სადაც სამ მილიონ ნახევრად ქმნი. არანაირ ხალხს ისინი არ წარმოადგენენ. ეს ასევე ოპოზიციის გამოწვევაა - ამდენი ადამიანი გყავს და გამოიყენე, როგორც ეს სომხეთში მოხდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი




