პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა


ავტორი
Front News საქართველო
18 იანვარს პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში დაფუძნებული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“ამ დილით პაკისტანმა განახორციელა უაღრესად კოორდინირებული და მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების სერია ტერორისტების თავშესაფრებზე ირანის სისტანი და ბელუჯისტანის ტერიტორიაზე. სადაზვერვო ოპერაციის დროს, რამდენიმე ტერორისტი მოკლეს”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
როგორც უწყება აღნიშნავს, ეს თავდასხმები არის “პაკისტანის გადაწყვეტილების გამოვლინება, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება ყველა საფრთხისგან”.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პაკისტანი პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“დარტყმების ერთადერთი მიზანი იყო პაკისტანის საკუთარი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სისტანის და ბელუჯისტანის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულია 3 ქალი და 4 ბავშვი, ყველა მათგანი ირანის მოქალაქეა.
პაკისტანმა ირანი მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. მათი თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანი ზუსტად არ აღნიშნავს სად და როგორ დაირღვა საჰაერო სივრცე, მაგრამ ისლამაბადმა პროტესტი გამოუცხადა თეირანს და ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ირანიდან კი ელჩი გაიწვია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს