პარლამენტი "გახარია საქართველოსთვის" 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობს - ვინ იქნებიან ახალი დეპუტატები


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას "გახარია საქართველოსთვის" 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოწოდებული დოკუმენტაცია განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია, პარლამენტმა გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს.
მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები 2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.
„მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე უნდა ვცნოთ პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება, რომლებიც ამ პოლიტიკური გაერთიანების უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად პარლამენტის წევრები გახდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა.
გახარიას თქმით, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსია დარჩენილი და შეძლებენ თუ ვერა მის გამოყენებას, დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე.
"გახარია საქართველოსთვის“ წევრებს - თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისს შეუწყდათ.
თაგები:
"გახარია საქართველოსთვის"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს