
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტი, მიმდინარე კვირას, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
პარლამენტის ბიურომ 12-15 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. მიმდინარე კვირას პარლამენტი ასევე განიხილავს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ პროექტს, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და სხვა.
პარლამენტის ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე.
თაგები:
ბიურო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს