
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს, რომელიც ხვალ 1 თებერვალს, 12:00 საათზე პლენარული სხდომით გაიხსნება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
პირველ სხდომაზე რიგ საკითხებზე, რომლებიც დეპუტატებმა საშემოდგომო სესიის პერიოდში განიხილეს კენჭისყრის პროცედურა გაიმართება.
მიმდინარე კვირაში დეპუტატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის 2 წევრს აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილია აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს