პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები 11 და 12 ნოემბერს გაიმართება.
11 ნოემბერს, სამშაბათს, პლენარული სხდომა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა, ასევე კანონმდებლები კანონპროექტებს განიხილავენ. ოთხშაბათს, პარლამენტი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დაიწყება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების საკომიტეტო განხილვები, მათ შორის: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, კოდექსის იმ ნორმის მოქმედების ვადა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფას ეხება, 2031 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ნაცვლად, 2025-2026 სასწავლო წლისა, 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გადაწევას.
თაგები:
პარლამენტის ბიურო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


