Logo

პარლამენტის ბიურომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

პოლიტიკა
135
Frontnews image description

პარლამენტის ბიურომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

"ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების სულიერი მამა. ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ვნახეთ -  ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი. ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

პატრიარქმა მოახერხა ის, რომ რელიგიური კუთვნილების, ასაკის და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის გულში იყო დიდი პატივისცემის, დიდი სიყვარულის, დიდი თაყვანისცემის საგანი და ადამიანი, რომელიც აერთიანებდა ყველას ამ სიყვარულით“ , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები