
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის ბიუროს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარედგინა.
პარლამენტმა ორგანულ კანონებში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტები 4 აპრილს მიიღო და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გენდერულ კვოტებთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე პრეზიდენტის ვეტოზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. კომიტეტის შემდეგ საკითხი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
ბიუროს წევრებმა 18-19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.
თაგები:
ბიურო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს