Logo

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პოლიტიკა
674
Frontnews image description

“მინდა, გამოვეხმაურო არნახულ აგრესიას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება, ომს, რომელსაც ყოველდღიურად მსხვერპლი მოაქვს –  კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს განსაკუთრებულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის,  უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

ბიუროს სხდომაზე უკრაინაში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

 

“ეს ომი დაკავშირებულია მსხვერპლთან, ადამიანურ ტრაგედიებთან“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები