Logo

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია დაიბარეს

პოლიტიკა
1242
Frontnews image description

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია დაიბარეს.

ამ ეტაპზე უცნობია, მივა თუ არა გიორგი გახარია კომისიაზე.

კანონის თანახმად, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება დასჯადია და ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არგამოცხადების გამო რამდენიმე პოლიტიკოსს ფულადი ჯარიმა უკვე დაეკისრა.

Advertisement