Logo

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

პოლიტიკა
397
Frontnews
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.

ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.

ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის მზაობა.

პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ლევან მახაშვილი – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიად შალამბერიძე – პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა – პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები