პარლამენტის წინ აქციაზე 2 ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში პარლამენტის წინ „გირჩის მეტი თავისუფლების“ ორგანიზებულ აქციაზე 2 ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
დაკავება ბანერის გამო მოხდა, რომელზეც პრემიერ ღარიბაშვილის შეურაცხმყოფებილი სიტყვები ეწერა.
“გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, მათი მოქმედება გამოხატვის უფლების ფარგლებში იყო და პოლიციამ აქტივისტები უკანონოდ დააკავა.
დაკავებები დაიწყო იმიტომ რომ ბადრის, ჩვენს წევრს ეჭირა ბანერი, რომელზეც ღარიბაშვილის გინება ეწერა. მას ერთი სასამართლო პროცესი ამის გამო უკვე მოგებული აქვს, მოსამართლემ თქვა, ეს ქმედება შედის გამოხატვის თავისუფლებაში. ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობის გინება არის ჩვეულებრივი ამბავი და ადამიანს მაგის გამო არ იჭერენ. ადამიანს ამის გამო იჭერენ რუსეთში, ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში და ეგეთი ქვეყანა ვართ ჩვენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, რომელიც პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად დაიგეგმა, თბილისი ცენტრში ამ დროისათვის მიმდინარეობს.
