Logo

პარლამენტმა "გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

პოლიტიკა
238
Frontnews image description

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.

გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს – თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყვიტეს.

გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.

Advertisement